28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

რუსეთის მორიგი თავდასხმა კიევზე: დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

11 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ოფიციალური უწყების განცხადებით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ერთ კვირაში, როდესაც რუსეთი კიევზე მიზანმიმართულ იერიშს ახორციელებს.

თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში — სოლომიანსკის, დარნიცკის და დნიპროვსკის რაიონებში — დაფიქსირდა აფეთქებები და გაჩნდა ხანძრები.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო ეკიპაჟები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებასა და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშიRAF-ის პრესკონფერენციაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია“ალეკო ელისაშვილს რომ არ შეეყვანა ლევან იოსელიანი პარლამენტში, არ შეიტენიდნენ ქოცები”- ბექა კობახიძე