რუსეთის მოქალაქეს რუსეთ-საქართველოს ომში ჯაშუშობის ბრალდებით შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

15302557_10202670289913918_1412120557_o რუსეთის მოქალაქეს, ოქსანა სევასტიდის 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მის მიერ 2008 წ., საქართველოსთან ომის დაწყებამდე, გაგზავნილი რამდენიმე SMS- გზავნილი. სევასტიდიმ წერდა თავის ნაცნობს საქართველოში, რომ სოჭში შეამჩნია აფხაზეთში მიმავალი მატარებელი, რომელიც დატვირთული იყო სამხედრო ტექნიკით. კრასნოდარის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კოდევ ა.წ. მარტში გამოიტანა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ახლა. ამის თაობაზე იუწყება სააგენტო «Медуза». შეგახსენებთ, შპიონაჟის ბრალდებით საქათველოს სასარგებლოდ 2014 წ. სოჭში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ეკატერინე ხარებავას. მანაც SMS- გზავნილი გაუგზავნა მეგობარს დაფიქსირებული სამხედრო გადაადგილების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები საწვავთან ერთად, ფასების ზრდას პურზე, ტრანსპორტსა და ელექტროენერგიაზე ელოდებიან
შემდეგი სტატიაარჩილ მესტვირიშვილი: ლარის დიდი გაუფასურება მომავალში უბრალოდ ვერ იქნება