19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან ხალხს გადმოაშარდა, პატიმრობა და გაძევება შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.

თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.

ცნობისთვის, თბილისში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი გუშინ დააკავეს. მან ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: პოლიტიკაში დაბრუნება ამ ეტაპზე არ განიხილება