რუსეთის მოქალაქეს ბერლინში აფეთქების მოწყობაში ედება ბრალი

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 25 თებერვალს რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის მოჰამედ ალი ც-ს ბრალი წაუყენა “სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი ძალადობის აქტის მომზადებასა და აფეთქების მოწყობაში” – 5 მარტს გერმანიის გენპროკურატურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. ინფორმაციის თანახმად, “ეჭვმიტანილი თანამოაზრეებთან ერთად საფრანგეთის ციხეში იხდიდა სასჯელს, მას მათთან ერთად გერმანიაში ისლამიზმის ნიადაგზე თავდასხმის მოწყობა სურდა, რომ მოეკლა, ან მინიმუმ დაეზიანებინა რაც შეიძლება მეტი ადამიანი”. Der Spiegel-ის ცნობით მოჰამედ ალი ჩეჩნეთიდან არის წარმოშობით.

banner
წინა სტატიაში“ხვალ რომ გადაიფიქროს და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს რა მოხდა?”
შემდეგი სტატია“უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი” – რომან გოცირიძე