რუსეთის მოქალაქემ აფხაზეთის არარსებულ ტურში 50 ათასი მანეთი გადაიხადა

რუსეთის მოქალაქეს შვებულების გადატანა მოუწევს – როგორც გაირკვა, მან აფხაზეთის არარსებულ ტურში 50 ათასი მანეთი (2 000 ლარამდე) გადაუხადა თაღლითს -ამის შესახებ ინფორმაციას რუსი სამართალდამცველები ავრცელებენ. ბერეზოვოს მკვიდრმა ინტერნეტით აფხაზეთის სანატორიუმის საგზური იყიდა. გარკვეული ხნის შემდეგ მან ტელეეთერით ნახა სიუჟეტი ადამიანებზე, რომლებიც თაღლითებისგან დაზარალდნენ. ბერეზოვოს მკვიდრმა გადაწყვიტა თავისი ტურის შესახებ ინფორმაცია გადაემოწმებინა და საკონტაქტო ნომერზე, რომელიც ჰქონდა, გადარეკა. ტელეფონის ნომერი და საიტი, საიდანაც ტური იყიდა, გაუქმებული იყო.
პოლიციაში თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიშსს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიააფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაში 400-მდე სპეციალისტი ჩავიდა რუსეთიდან წვრთნების ჩასატარებლად