რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ.
უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკას ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით გამოცემა BM. ge ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის ჯამში უცხოეთის მოქალაქეები და უცხოური კომპანიები ქართულ ბანკებში 13 მილიარდ ლარს ინახავენ, რომლის 72%-იც უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.
მათივე ცნობით, უცხოელ დეპოზიტართა შორის პირველ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, რომელთაც მთლიანად არარეზიდენტთა დეპოზიტებში 37% ეკუთვნით, რაც თანხობრივად 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე არიან ისრაელის მოქალაქეები, რომელთა დანაზოგებიც ქართულ ბანკებში 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, მესამე პოზიციას კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ 912 მილიონი ლარით.
















