რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში

რუსეთის გენერალური პროკურორის, იური ჩაიკა

რუსეთის გენერალური პროკურორის, იური ჩაიკარუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების გვერდით რუსეთის მოქალაქეებიც იბრძვიან
რუსეთის გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას განაცხადებით, აღძრულია 650 სისხლის სამართლის საქმე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვიან. ისინი უმთავრესად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან არიან წასულები. თუმცა მათ შორის რადიკალური ისლამის მიმდევარი ეთნიკური რუსებიც არიან. მაგალითად, ვადიმ დოროფეევმა მიატოვა ოჯახი და ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად წავიდა. ის რეჟისორ სერგეი ბოდროვის ფილმში „იაკუძის ქალიშვილი“ თამაშობდა.
ა.წ. ნოემბერში, რუსეთის ეგორ გაიდარის და სახაროვის ფონდებმა ჩაატარეს საექსპერტო დისკუსია თემაზე „შეიძლება თუ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გახდეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი?“. შეხვედრაში მონაწილე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის და კარნეგის ცენტრის მოსკოვის ოფისის ექსპერტების აზრით, რუსეთში ტერაქტების საშიშროება გაიზრდება, როცა სირიის ჯიხადის დასრულების შემდეგ რუსეთიდან წასული ბოევიკები სამშობლოში დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა პრემიერი იაცენიუკი კორუფციაში დაადანაშაულა… (VIDEO)
შემდეგი სტატია“სასაფლაოები კოკიდან”