ბენზინის ქვეყანაში ბენზინის სხვა ალტერნატივა კიდევ რა გვაქვს? ცხენები, ბ**ად! მე ასე ვფიქრობ. მალე ეტლებით ვივლით, მე-15 საუკუნეში ვბრუნდებით. უყურებ და, მანდ კორსეტიანი კაბებიც გამოგვადგება. მოდა დაბრუნდება. ყველაფერი ციკლურია. გზებიც აღარ დაგვჭირდება, ხომ? ასფალტი რაღა ჩემს ფეხებად გვინდა? ჩვენ მსოფლიოში ბენზინის მიწოდებით ნომერ პირველები ვართ. ჩვენზე მაგარი მხოლოდ, ბ**ად, მაიკლ ჯექსონია,-ამბობს რუსი ქალი ბენზინის რიგიდან.
,,ნახევარი ავზი, ნახევარი ავზი. მაძღარი, მუქთა ცხოვრების, სადაც შემიძლია ვიმარიაჟო, ყველას შუა თითი და ენა ვუჩვენო, ჯანდაბა, ვისაუბრო იმაზე, რომ მანქანით ვმოძრაობ და ყველაფერი მდიდრულად მაქვს. როგორ მშურს იმ ხალხის, ვისაც ჰიბრიდები ჰყავს, ა? როგორ მშურს ახლა მათი. უბრალოდ მაგრები არიან. აი, აი ვინ არიან ახლა ყოჩაღები.
ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალები, ვიყიდოთ რაიმე ცხენი, ვირი, არ ვიცი, ჯორი, ან ცუდ შემთხვევაში ჰასკი და ბენზინის სახელმწიფოში გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებზე გადავიდეთ. თივას მოვიმარაგებთ, ბ**ად. აგრარულ წარმოებას ავწევთ. ჰო, როგორც იტყვიან, არ გვიცხოვრია მდიდრულად და დაწყებაც რა ჩემს ფეხებად გვინდა. უკან დავიხიეთ მეთხუთმეტე საუკუნეში. ბ**ად, და ყველა იღიმის, ყველასთვის ყველაფერი მაგრადაა.
მთავარია მოვითმინოთ, როგორც ზოგიერთმა თქვა. მოვითმენთ. სულ ვითმენთ და ვითმენთ, ბ**ად. ისედაც უკვე დიდი მომთმენები ვართ”- ამბობს რუსი ქალი ბენზინის რიგიდან.
















