რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრ ბადიუკოვი მიმართვას ავრცელებს

ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო. მე, ალექსანდრე ბანდიუკოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პუტინის ბანდიტების დევნას გამოქცეული, 2018 წლის 14 სექტემბერს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მისაღებად. ამ ხნის განმავლობაში შემიყვარდა საქართველო და მისი თბილი, ლამაზი და გულღია ხალხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალო ადამიანებისგან არც ერთი ცუდი სიტყვა არ მსმენია. გარშემომყოფნი, მეზობლები და მეგობრები, მხოლოდ სითბოს მაგრძნობინებდნენ, თანამიგრძნობდნენ და მეხმარებოდნენ. მე მივმართე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის მისაღებად, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული სტატუსი მომენიჭა. ახლა კი მათ ის უკანონოდ, დაუმსახურებლად და ცინიკურად ჩამომართვეს. მე წარმოვადგინე ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ჩემს მიმართ განხორციელებულ დევნას რუსეთის ფედერაციაში, მთლიანად დავკარგე ჯანმრთელობა განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის სამარტოო საკანში ყოფნისას. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ხელისუფლებამ, კერძოდ ინტერპოლმა, ამომშალა ძებნილთა სიიდან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავხედური გაყალბების გამო. ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მე უკვე თავისუფალი ვიქნებოდი. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც ვერ გაურკვევია სრულიად მარტივი რამ და აპირებენ ჩემს გადაცემას პუტინის ბანდიტების საჯიჯგნად. მათ სურთ ჩემი საცოდავი ცოლი, ლარისა, რომელთან ერთადაც 40 წელი სიყვარულსა და ჰარმონიაში ვიცხოვრე, დატოვონ მარტოობასა და მწუხარებაში. ვთხოვ უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან. მე ბევრი რამ მაქვს ქართველი საზოგადოებისათვის საჩვენებელი. თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით.

პატივისცემითა და იმედით, ალექსანდრ ბანდიუკოვი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე – ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ
შემდეგი სტატიანიკა მელია განცხადებას ავრცელებს