თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე პოლიციელი, ლაშა ჯუღელი იკითხება. მისი მტკიცებით, აქციის მონაწილეები მათ “რუსეთის მონებს” ეძახდნენ.
მოწმე პოლიციელი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მასზე ფიზიკურად 15-მდე პირი ძალადობდა, მათ შორის ამოიცნო ბრალდებული გური ჟვანია.
როცა დაიძრნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, რაციიდან გავიგეთ, რომ ღობეს ანგრევდნენ, ინტერნეტიდანაც ვუყურებდით. დავუძარით ჭონქაძის ქუჩიდან, ჩავედით სასახლესთან. მე და ჩემი დანაყოფი.
[სასახლესთან] დაგვიწყეს სროლები, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, დაგვიწყეს რტყმა, დაშავდნენ თანამშრომლები. თავში, ტანზე, წაქცეულზე, 15 კაცამდე მირტყამდა მეც.
[ამოვიცანი] ერთ-ერთი, 50 წელს ზევითაა, ჩემზე ოდნავ მაღალი, შემელოტებული, გური ჟვანია. მახსოვდა სახეზე და ამოვიცანი ვიდეოთი. ვიდეოს ყურების შემდეგ, ამოვიცანი.
ფეხს მირტყამდა წაქცეულზე. სხვა პირებიც ამოვიცანი, მაგ ამ დარბაზში… [არ არიან].
ყვიროდნენ, ყველას ფორმები გახადეთო. ზედაც შემომახიეს, გამოძიებამ ამოიღო. გვეძახდნენ რუსეთის მონებს და ა.შ.
დაზიანებები მქონდა მეც – ძირითადად თავზე. ნიღაბი მომხსნეს, ფორმაც და შემდეგ გამლახეს,” – განაცხადა მოწმე პოლიციელმა პროცესზე. [შიფრი: “პუბლიკა”]
ადვოკატ შოთა თუთბერიძის შეკითხვაზე: რატომ გეძახდნენ რუსეთის მონებს, რაიმე ვერსია ხომ არ გაქვთ? – ლაშა ჯუღელმა უპასუხა – “არა, არ მაქვს”.
სასახლის ღობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.


















