რუსეთის ,,მკაცრი,, პასუხი აშშ-ს სანქციებს

აშშ-ს მიერ რუსეთის მიმართ დაწეებულ ახალ მკაცრ სანქციებს, რუსეთმაც როგორც შეეძლო ,,მკაცრად,, უპასუხა.
როგორც ,,რაშა თუდეი,, იუწყება, რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს სანქციებს, საკუთარ ქვეყანაში არსებული აშშ-ს საელჩოსთვის სერებრიანი ბორუში მდებარე აგარაკის და დაროჟნაიას ქუჩაზე არსებული საწყობის დაუხურვით უპასუხა. ამასთანავე, აშშ-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობას (საელჩო და საკონსულოები ქვეყნის მასშტაბით) რუსეთი აიძულებს, რომ 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაიყვანოს დიპლომატიური კორპუსის 450 თანამშრომლამდე და ამდენივეზე – დაქირავებული რუსეთის მოქალაქე, რომლებიც საელჩოს ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურეობას უწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა უკვე გააცნო რუსულუ კონტრაქციების შინაარსი თავის ამერიკელ ვიზავის რექს ტილერსონს, რომელსაც ასევე განუცხადა, რომ ,,ეს გახლავთ საპასუხო ზომები მტრულ ქმედებებზე აშშ-ს მხრიდან,,

banner
წინა სტატიაშირასმუსენი ევროპას მოუწოდებს დაემორჩილოს აშშ-ს სანქციებს
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე ,,ყაჩაღი და ქვეყნის დამაქცევარი კალაძის წინააღმდეგ,,