რუსეთის მიზანია, უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს, ამას არ დავუშვებთ – ლაურინას კასციუნასი ​

ვინაიდან რუსეთი აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის სცენარის თავიდან ასაცილებლად – ამის შესახებ გუშინ ვილნიუსში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს.

ლიეტუვის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაურინას კასციუნასი ამბობს, რომ რუსეთი, რომელმაც თავისი ჯარი უკრაინის საზღვართან გაამაგრა, „ცდილობს, გაზარდოს გეოპოლიტიკური ტემპერატურა, სიტუაციის ესკალაცია და სტრატეგიული გაურკვევლობა შექმნას”.

მისი თქმით, როდესაც რუსეთი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, მან იცის, დასავლეთი შეეცდება მოლაპარაკებების დაწყებას და ყველაფერი გაკეთდება მის მიერ წამოყენებული პირობებით და რუსეთი საბოლოოდ შეძლებს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევას.

„რუსეთის მიზანი მკაფიოა და ის მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და უნდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ ამ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მეორეხარისხოვანი წევრები და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კასციუნასმა.

ფინეთის ვიცე-პრემიერი, ანტი რინე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ “ომი და კოლაფსი ევროპაში”.

მან აღნიშნა, რომ ფინეთი, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „ვერავითარი ზესახელმწიფო ფინეთზე გავლენას ვერ მოახდენს“, – თქვა მან.

წინა სტატიაშიპირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს
შემდეგი სტატიაპროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე – ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო – ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს