რუსეთის მიზანი კიევის აღება, იქ ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმირება და რუსეთისთვის მიერთებაა – უკრაინის გენერალური შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება, ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმირება და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაა. ამის შესახებ გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოწინააღმდეგის შესაძლო თანმიმდევრული ქმედებებად ჩვენ განვიხილავთ მის მცდელობას კონტროლი დაამყაროს ოდესის, მიკოლაევის და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქებზე, შექმნას სახმელეთო დერეფანი მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში, დაიკავოს ცენტრალური უკრაინის ტერიტორია, აიღოს კიევი, მოაწყოს არჩევნების ინსცენირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოყვანით, ახალი სახელმწიფო წარმონაქმნის ფორმირება, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში იქნება შეყვანილი. ამგვარად, მოწინააღმდეგე გააგრძელებს მცდელობას, მიაღწიოს თავისი სტრატეგიული პოლიტიკური მიზანი, მაგრამ ეს მხოლოდ მათი აზრებია, არსებობს ჩვენი წინააღმდეგობა“, – განაცხადა გრომოვმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უწყების პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაუკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს