რუსეთის მისია NATO-ში მუშაობას შეაჩერებს

რუსეთის მისია NATO-ში მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მუშაობას წყვეტს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო ბიუროც. გადაწყვეტილება ნატოს მიერ რუსეთის მისიის რვა წარმომადგენლის გაძევებას მოჰყვა.

ლავროვის თანახმად, ამ დროისთვის ნატო-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის პროცესში შუამავალი ბელგიის სახელმწიფოა. რუსეთის წარმომადგენლობა ნატოში მუშაობას ოფიციალურად, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: ნაკიფუმ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა (ვიდეო)