რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება – რაუ

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა რაუმ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დარტყმის შემთხვევაში, ეს ნატო-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.

„ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“, – ღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების გამარტივებულ პროცედურას
შემდეგი სტატიასატელიტურ ფოტოებზე გამოჩნდა ზაპოროჟიეს IV ელექტროსადგურის სახურავზე ახალი ობიექტები