6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვზე „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.

ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დრონით თავდასხმა სამოქალაქო საწარმოზე მოხდა.

„მედიკოსები დახმარებას უწევენ ხარკოვში სამოქალაქო ობიექტზე რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს. ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან 47 წლის ქალი, 50 წლის ქალი და 60 წლის ქალი, ასევე 39 და 49 წლის მამაკაცები. ყველა მათგანი წინასწარი მკურნალობის კურსს გადის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სხვადასხვა ხარისხის ტრავმით“, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთი ხარკოვს თითქმის ყოველდღიურად უტევს დრონებითა და რაკეტებით.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – აღმოსავლეთში კონფლიქტი აფერხებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს
შემდეგი სტატიაISFED: დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ