რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, პრაღაში რუსეთის საელჩოს წითელი ფერის სითხე შეასხეს, რომელიც სისხლის იმიტაციას წარმოადგენდა. ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქალი და მამაკაცი, რომლებიც რუსეთის საელჩოს შენობასთან დამონტაჟებულ სტენდს წითელი ფერის სითხეს ასხამენ.
ვიდეოში ჩანს, რომ მომხდარის შემდეგ მათთან სამართალდამცავები მიდიან.
ცნობისთვის, 8 ივლისს რუსეთის უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად მხოლოდ კიევში 27 ადამიანი დაიღუპა. სულ უკრაინის მასშტაბით კი მსხვერპლთა რიცხვი 41-ს აღწევს.