20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

რუსეთის მიერ უკრაინაზე გასული ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე გასული ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამასთან, ავიაიერიშების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ დნეპრის რაიონში დაღუპულ 16 ადამიანს შორის ორი მცირეწლოვანი ბიჭი იყო.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქზე თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა. დედაქალაქში ასევე დაზიანდა, სულ მცირე, ცხრა მაღალსართულიანი შენობა, საბავშვო ბაღი, კლინიკა, ოფისები და ადმინისტრაციული შენობები.

ამასთან, ხარკოვში თავდასხმების შედეგად დაშავებულ 14 ადამიანს შორის ერთი მცირეწლოვანია.

ცნობისთვის, ღამით რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული იერიში მიიტანა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 656 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 73 რაკეტა გაუშვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხი“ იყო.

banner
წინა სტატიაში7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება