“რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია”

NATO-ს გენერალურმა მდივანის თქმით, რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ყველაზე მწვავე მის მიერ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებია, როგორც ეს მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში განახორციელა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, “დღეს რუსეთი უფრო შემტევი და ძლიერია და მზადაა გამოიყენოს ძალა”.

“რუსეთმა სამხედრო შესაძლებლობები განავითარა, თუმცა შეშფოთებას ყველაზე მეტად იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი ძალას იყენებენ საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა უკრაინის – ყირიმის შემთხვევაში და ასევე საქართველოში. რუსეთს ჯარები ჰყავს მოლდოვაშიც. ასე რომ, ჩვენ დღეს ვხედავთ უფრო შემტევ და ძლიერ რუსეთს, რომელიც მზადაა გამოიყენოს ძალა”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა სირიაში მათ მიერ რუსეთის მიპატიჟების გამო, რასაც დამატებითი სირთულეები მოჰყვა.

“სანქციები ივნისში გავახანგრძლივეთ. მას მერე ვითარება გაუარესდა თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც რუსეთი სირის ქალაქ ალეპოში აკეთებს. ზოგიერთმა ევროპულმა ქევაყანამ წარმოაჩინა ტიპიური დასავლური ილუზია, როდესაც რუსეთი პრობლემების მოგვარების მიზნით სირიაში მიიპატიჟა. ამის შედეგად კი მივიღეთ სრულიად ახალი პრობლემა”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალების,, დილემა ,,შეხვალ- ინანებ, არშეხვალ – ინანებ,,
შემდეგი სტატიაწალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ახალშობილი დედამ სავარაუდოდ საპირფარეში ჩააგდო