რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერი აფეთქების შედეგად დაშავდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერი აფეთქების შედეგად დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ქალაქის არჩეული მერის, დმიტრო ორლოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, ენერგოდარის თვითგამოცხადებული მერი ანდრეი შევჩუკი და მისი პირადი მცველები აფეთქების დროს დაიჭრნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

ასევე, ორლოვის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სხვა არავინ დაშავებულა და სავარაუდოდ ეს კარგად დაგეგმილი თავდასხმა იყო.

რუსული მხარე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ენერგოდარი, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მარტის შემდეგ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაანადგურა უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულის წინააღმდეგობები – ზელენსკი
შემდეგი სტატიავერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას. ვერც მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, ვერც უცხოელი აგენტები და ვერც ევროვიზიის ჟიური – ზელენსკი დუდას