რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – ზალკალიანი აშშ-ს კონგრესში წარდგენილ რეზოლუციას ეხმაურება

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატისათვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. საუბარია საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს გმობს. დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, უკვე წარედგინა კონგრესს.

„აღნიშნული კანონპროექტი გმობს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების-აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას. ასევე, ოკუპირებულ რეგიონში განხორციელებულ დაკავებებს, გატაცებებს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და რაც მნიშვნელოვანია, კანონპროექტი ეხმიანება, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის ორ პარტიულ რეზოლუციას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ორპარტიული კანონპროექტი, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიშსს სოფელ ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი