რუსეთის მიერ ოდესის ოლქის პორტზე განხორციელებულ მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი – რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.

გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული
შემდეგი სტატიახაშურში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს