რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი პირი კი დაშავდა

რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ კიევზე ღამის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი.

ადმინისტრაციის მონაცემებით, კიდევ ათმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის 11 თვის ბავშვმა.

“არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი. კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი პატარა ქალიშვილი. ყველაზე უმცროსი დაშავებული რუსული თავდასხმის შედეგად მხოლოდ 11 თვისაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 18 პირი
შემდეგი სტატიათურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა