უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დრონებით ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოგოდუხოვზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ჩვილი და ორი წლის გოგონა ამოიყვანეს. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 34 წლის მამაკაციც, რომელიც სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 2 ქალი, მათ შორის ერთ-ერთი 35 წლის ორსულია.















