რუსეთის მიერ კახოვკას ჰეს-ის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

რუსეთისა და უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კახოვკას ჰეს-ის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში დანიშნული ე.წ “ადმინისტრაციის” წარმომადგენლის ანდრეი ალექსეენკოს ცნობით, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში დაღუპულთა რიცხვი 29-ს აღწევს.

უკრაინის ინფორმაციით დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, მათ შორის 474 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ახლა უკრაინისთვის პრიორიტეტი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა
შემდეგი სტატიაცოტნე ივანიშვილმა ოჯახის ფოტო გაავრცელა