რუსეთის მიერ გაშვებული 53 “შაჰიდიდან” 48 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

რუსი ოკუპანტები წუხელ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს 5 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 53 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა რაკეტა და 48 დრონი განადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში 48 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ცნობით, რუსებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციიდან – Tu-95MS ბომბდამშენებიდან რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ხოლო დრონები – რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, იესკიდან და კურსკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაშიკონგრესში MEGOBARI Act-ის მიმართ იმპულსი იზრდება
შემდეგი სტატიამთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს – ბადრი ჯაფარიძე