უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 40 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 37 დრონი ჩამოაგდეს.
“ღამით რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს მორიგი მასიური შეტევა უკრაინაზე საკრუიზო რაკეტების და შაჰიდ-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით.
წინასწარი ინფორმაციით, 40 უპილოტო საფრენი აპარატიდან 37 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ”, – წერს უწყება