რუსეთის მიერ გაშვებული 28 “შაჰიდი” და 3 რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ოკუპანტები უკრაინას თავს დაესხნენ 32 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და 6 სხვადასხვა ტიპის რაკეტით.

როგორც უწყება ამბობს, უკრაინელებმა 28 დრონი, ორი Kh-101/Kh-555 ტიპის რაკეტა და კალიბრის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო.

“რუსი მკვლელები აგრძელებენ უკრაინელების ტერორს. თავს ესხმიან ხარკოვსა და სხვა ქალაქებს. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაჭრილები. ვუსამძიმრებთ ოჯახებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი აგრესორისგან დავიცვათ,” – წერენ უკრაინის საჰაერო ძალები.

თუმცა, ისინი არ აკონკრეტებენ რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა რუსული თავდასხმის შედეგად გასულ ღამეს.

banner
წინა სტატიაშიმექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
შემდეგი სტატიაFreedom House “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს “რუსული კანონი”