უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 25 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 24 დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოჰრადისა და ვინიცის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.