15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 35 ადამიანი აფეთქებისას დაშავდა, დანარჩენებს ჭრილობები, მინის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქცია აქვთ.

დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. საავადმყოფოებში 30 დაჭრილი რჩება, სამი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაზიანდა სამოქალაქო საწარმოები და საცხოვრებელი კორპუსები.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ საპატიმროში მის მიმართ გაუპატიურების მუქარის, სხვა ტიპის შეურაცხყოფისა და გინების ფაქტებზე 2025 წელს მოგვმართა
შემდეგი სტატიაჯეი დი ვენსი: აშშ-მ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ბომბდამშენები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გაიყვანა