24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

რუსეთის მიერ დნიპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ დნიპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

დაშავებულთაგან 11 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე, ღამით რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა 666 დრონი და რაკეტა გაუშვეს, მათგან 610 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ცალსახად ევროპელების წინააღმდეგ მოქმედებენ
შემდეგი სტატიადათუნაშვილი: ბოჭორიშვილი არცერთ შანსს არ გაუშვებს, რომ EU-ს ლიდერებს პიჯაკზე მოეპოტინოს – გეხვეწები სურათი გადავიღოთო