რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის მოგერიებისას F-16 ავიაგამანადგურებელში პირველი კლასის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ უსტიმენკო დაიღუპა

გასულ ღამეს რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის მოგერიებისას F-16 ავიაგამანადგურებელში პირველი კლასის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ უსტიმენკო დაიღუპა.
“პილოტმა სრულად გამოიყენა ბორტზე არსებული შეიარაღება და მოაგერია შვიდი საჰაერო სამიზნე. უკანასკნელის ჩამოგდებისას მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო.
პილოტმა ყველაფერი გააკეთა, რათა თვითმფრინავი დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაეყვანა, თუმცა კატაპულტირება ვერ მოასწრო,- წერია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
banner
წინა სტატიაში29 ივნისის ღამეს, რუსეთმა უკრაინას 60 რაკეტითა და თითქმის 500 დრონით შეუტია
შემდეგი სტატიარატომ 29 ივნისს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ? – ქეთი მოლაშვილის სტატუსი