20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რუსეთის მასირებული იერიში ხერსონის ოლქზე: დაშავებულია 21 ადამიანი

????????????????????????????????????

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის ოლქზე რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი „ტელეგრამზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსული აგრესიის შედეგად 21 ადამიანია დაშავებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა მხარემ ხერსონის ოლქის ათეულობით დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის ბერისლავზე, ანტონივკაზე, ბილოზერკაზე, სადოვესა და უშუალოდ ქალაქ ხერსონზე, იერიშები დრონებით, საავიაციო დარტყმებითა და არტილერიის გამოყენებით მიიტანა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან საერთოდ ნუ იტყვიან, ან ბოლომდე თქვან!
შემდეგი სტატია“უფალთან დაცილებული ღვთისმსახურება”- შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს გეოპოლიტიკურ შეხვედრებს აკრიტიკებს