რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის – დრონებით თავდასხმის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ადასტურებს, რომ ლიპეცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.

აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა.

“მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი დასახლებების ევაკუაციის შესახებ: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა, ტინკოვკა”, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა.

ღამით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა უპილოტო თვითმფრინავებით მასიური თავდასხმის შესახებ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია.

ოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მისივე თქმით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომლებიც ლიპეცკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ გაშვებული 27 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან ყველა ჩამოაგდეს – უკრაინის საჰაერო ძალები
შემდეგი სტატიალიპეცკის ოლქის გუბერნატორი – დრონებით თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ენერგოობიექტიც