,,რუსეთის ლიდერები ლაპარაკობენ ომზე, როგორც ნორმალურ ვითარებაზე”-ვალდის ზატლერსი

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის არგესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მან მოსკოვის დღევანდელი პოლიტიკა საბჭოთა კავშირს შეადარა.

„თუ შევადარებთ, რუსეთის ფედერაციასა და კომუნისტურ საბჭოთა კავშირს შორის დიდი სხვაობაა. საბჭოთა კავშირი ომში იყო ყოველ 12 წელიწადში ერთხელ, რუსეთის ფედერაცია კი არის 6 წელიწადში ერთხელ. რუსეთის ლიდერები დღეს ლაპარაკობენ ომზე, როგორც ნორმალურ ვითარებაზე ამბობენ, რომ კარგია რომ სხვებს ვამარცხებთ რადგან ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ,“ – აღნიშნა ვალდის ზატლერსმა.

თბილისის სტრატეგიული დისკუსიის პირველი ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა და ლატვიის მეშვიდე პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა გახსნეს.

banner
წინა სტატიაში„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატია,,მგონი მთელ მთავრობას აჟრიალებს უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებენ”- ინაშვილი