რუსეთის კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში აცხადებენ, რომ დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ კურჩატოვში დრონი ჩამოვარდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვორონეჟის გარეუბანში სამი დრონი ჩამოაგდეს.

ურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი წერს, რომ ქალაქ კურჩატოვში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს უპილოტო საფრენი აპარატი ღამით ჩამოვარდა. მისივე თქმით, “დრონის დაცემის და მისი შემდგომი აფეთქების შედეგად კრიტიკული ობიექტები არ დაზიანებულა”.

რუსული მხარის ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, ნაწილობრივ დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში სამი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

მსხვერპლი, დაშავებულები ან ნგრევა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში, წყაროს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება