რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების სიაში“ შეიყვანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების სიაში“ რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი შეიყვანა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კასიანოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2000-2004 წლებში იყო. ის ასევე „სახალხო თავისუფლების პარტიის“ ლიდერია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ კასიანოვმა რუსეთი დატოვა.

„უცხოელი აგენტების სიაში“ ასევე რამდენიმე ჟურნალისტი და ისტორიკოსი შეიყვანეს.

„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ამ კანონის მიხედვით იუსტიციის სამინისტრო აგენტებად არაკომერციულ ორგანიზაციებს აღიარებს, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდება და პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ამ საქმიანობის კრიტერიუმები კანონში მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ამის გამო ხელისუფლებას შეუძლია ის აამოქმედოს განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

შემდეგ შესაძლებელი გახდა „უცხოელ აგენტებად“ ფიზიკური პირების გამოცხადებაც. მათ შორის მათი, ვინც უცხოეთიდან არ ფინანსდება, მაგრამ „უცხოეთის გავლენის ქვეშ“ იმყოფება. ეს პუნქტიც ძალზე ბუნდოვანია და ხელისუფლება მას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იყენებს.

banner
წინა სტატიაშიქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „ლაშა რუსთავსკი” ათენის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაბაიდენმა და შოლცმა შეიმუშავეს გეგმა, რათა ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაარწმუნონ – Bild