“რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს” – მაკრონი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები აგრძელებენ მტკიცებულებების შეგროვებას და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

“უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი. ადგილზე ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს, რათა შეგროვდეს მტკიცებულება და დადგეს პასუხისმგებლობა. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე” – წერს Twitter-ზე ემანუელ მაკრონი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – უკრაინაში წასვლაზე ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება, ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება