რუსეთის ჯარში მოულოდნელად საომარი მზაობა შემოწმდა

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, პრეზიდენტის მოთხოვნით, საომარი მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო – ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ავრცელებს.
მისი თქმით, შემოწმება მოსკოვის დროით 07.00 საათზე დაიწყო. მის განმავლობაში შემოწმდა საომარი და სამობილიზაციო მზაობა, ასევე შემოწმებული იქნება შეიარაღებული ძალებისა და რეგიონალური მთავრობების შესაძლო თანამშრომლობები.
შოიგუს თქმით, ყურადღება მიექცევა ჯარის მართვის სისტემების მზაობას, საველე პუნქტების მმართველობას, სარეზერვო ფორმირებებს და სხვა.
სწავლება 22 ივნისამდე გაგრძელდება.

მოულოდნელი საომარი მომზადება რუსეთში რეგულარულად ტარდება. კერძოდ კი, მარტში მსგავს სწავლებაში 30 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ვარცხნილობა “ჩიტის ბუდეს” შემქმნელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შესახებ გერმანული გამოცემები პუბლიკაციებს აქვეყნებენ