რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს

24 მაისს, დილით, რუსმა ჯარებმა დონეცკის ოლქში, უკრაინის ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს, – ამის შესახებ სვეტლოდარის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გოშკომ განაცხადა.

„ამჟამად ისინი ადმინისტრაციულ შენობაზე კიდებენ თავიანთ დროშას“, – აღნიშნა სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

მისი თქმით, შეიარაღებული დამპყრობლები უკვე დადიან ქუჩებში და ამოწმებენ ადგილობრივი მოსახლეობის საბუთებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ დროებით უკან დაიხია სვიტლოდარსკიდან თავდაცვისთვის უფრო მოსახერხებელ პოზიციებზე.

banner
წინა სტატიაშიოცნება ომს მოწინააღმდეგეების განადგურების შანსად ხედავს, პუტინის მსგავსად – კრამერი და კელი
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა