რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასიური დარტყმა განახორციელეს

11 თებერვალს ღამით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო თვითმფრინავის მასიური დარტყმა განახორციელეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით თანახმად, საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ყირიმიდან – ბალაკლავადან და კონცხ ჩაუდიდან, 45 თავდასხმის დრონი გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. თვითმფრინავები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის რეგიონებში.

უპილოტო თვითმფრინავის შეტევა ხუთსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, იუწყება სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა. რუსული დარტყმის სამიზნე, უკრაინელი სამხედროების თქმით, იყო სანაპირო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები.

ნიკოლაევის ერთ-ერთ ობიექტზე საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა. შედეგად გაჩნდა ხანძარი და აფეთქების ტალღამ დააზიანა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და გაზსადენი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის დნეპროვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ჩამოგდებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, განაცხადა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. შედეგად 39 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ საზენიტო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს საჰაერო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე და გაანადგურეს ყველა უპილოტო თვითმფრინავი ქალაქის გარეუბანში. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა-დაკავებულია 20 პირი
შემდეგი სტატიარუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფეოდოსიადან გაიქცა