რუსეთის ჯარებმა ხარკოვში კოლეჯის შენობას ცეცხლი გაუხსნეს

21 ივნისს, დილით, რუსეთის ჯარებმა ხარკოვში კოლეჯის შენობას ცეცხლი გაუხსნეს,-ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პოლიცია იტყობინება
” სროლის შედეგად კოლეჯის შენობა დაინგრა. დაზიანდა მის ტერიტორიაზე მდებარე შენობების ფანჯრები, ფასადები და კომუნიკაციები. მოქალაქეები არ დაშავებულან”, – ნათქვამია ანგარიშში.
შეტყობინება დაბომბვის შესახებ 21 ივნისს დილის 6 საათზე შევიდა.
პოლიციამ აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არც ერთი სამხედრო არ იმყოფებოდა. დარტყმა ქალაქის ინფრასტრუქტურას მოსახლეობის დაშინების მიზნით მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა
შემდეგი სტატია85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე… ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან – სააკაშვილი