რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ლუგანსკის რეგიონის ცენტრი – ორი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ლუგანსკის რეგიონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში ორი სართული განადგურდა – ჭურვები აფეთქდა. გვყავს მინიმუმ ორი დაღუპული მოქალაქე, კიდევ ოთხი სხვადასხვა სიმძიმის დაშავებული“, – აღნიშნა გაიდაიმ.

ის დარწმუნებულია, რომ დამპყრობლები მოსახლეობა განზრახ ესვრიან.

„ეს არის ადამიანების განზრახ მკვლელობა. ახლოს არაფერია, გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა“, – განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა, იქ ჩვენი სამხედროები არიან – შმიგალი
შემდეგი სტატიამარიუპოლი შეიძლება, გახდეს „წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში – კულება