13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში დაამატა

რუსეთმა სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში დაამატა, რითაც სასწავლებელთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ აყენებს.

ეს სტატუსი შეიძლება შეეხოს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის რუს სტუდენტებსაც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ – მათ ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

“არასასურველ ორგანიზაციებს” რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, ხოლო მათი მასალების გავრცელება ფიზიკური პირებისა თუ მედიის მიერ აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიCBS News: აშშ არ დათანხმებულა გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას
შემდეგი სტატიააღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა