რუსეთის იუსტიციის სამინისტრო “იეჰოვას მოწმეების” საქმიანობის აკრძალვას ითხოვს

რუსეთის იუსტიცის სამინისტრომ უმაღლეს სასამართლოს მოთხოვნით მიმართა, ორგანიზაცია “იეჰოვას მოწმეები” აღიაროს როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალოს. იუსტიციის მინისტრის თქმით, “იეჰოვას მოწმეები” რუსეთის ფედერაციის კანონებს არ იცავენ.
თვითონ რელიგიური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ, ამის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. ამასთანავე, აღნიშნეს, რომ თუკი გაერთიანება დაიხურება, ის შეეხება რუსეთის სხვადასხვა რაიონებში დარეგისტრირებულ 400-მდე ფილიალს, რომელიც თითქმის 175 ათას ადამიანს აერთიანებს.

banner
წინა სტატიაშილიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დერეკ უოლკოტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი უკრაინასთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ კენჭისყრას 6 აპრილს გამართავს