30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში თბილისში, პუშკინის სკვერში გამართული შეკრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული ენისა და პუშკინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისში, პუშკინის სკვერში გამართული შეკრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში.

დიპლომატიური წარმომადგენლობა წერს, რომ შეკრებილები იყვნენ რუსი თანამემამულეები და კულტურის მოღვაწეები.

“თავის მისასალმებელ სიტყვაში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დ. ა. ოლისოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის დღე მნიშვნელოვანი თარიღია როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის, რისი ნათელი დასტურიც თავად ეს ღონისძიებაა.

მან აღნიშნა, რომ თბილისის ქუჩები დღემდე ინახავს გენიალური პოეტის სეირნობის კვალს, ხოლო მის უკვდავ ნაწარმოებებში აისახა ქართული მიწისადმი გულწრფელი სიყვარული. ასეთი გრძნობები, უდავოდ, ორმხრივია და წლიდან წლამდე პუშკინის ძეგლთან მისი ლექსების სტრიქონები ჟღერს.
რუსული ენის დღის აღნიშვნის ფარგლებში გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსის — „როგორ შევინარჩუნოთ პუშკინის ენა რუსთაველის მიწაზე“ შედეგები, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში რუსულენოვან მწერალთა პუშკინის საზოგადოება „არიონის“ მიერ.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ავტორმა, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს ნომინაციებში: „პოეზია“, „პროზა“, „პუბლიცისტიკა“ და „ახალგაზრდების შემოქმედება“. ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციისგან.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

პუშკინის სკვერში რუსული ენის აღნიშვნა დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

ფოტო: პუბლიკა

banner
წინა სტატიაშისეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
შემდეგი სტატიაHBO Max-ზე ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგა