8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა – მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა

რუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი აცხადებს, თავდასხმის შედეგად ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

„გუშინ ღამით მტერმა კიდევ ერთი ცინიკური დარტყმა განახორციელა ოდესის რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რეგიონის სამხრეთით ენერგოობიექტის დაზიანება დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობაც”, – განაცხადა კიპერმა.

საერთო ჯამში, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის სისტემამ 110 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა – ქვეყანას ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია – ვუსწრებთ ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას