რუსეთის იერიში ხარკოვისა და სუმის მიმართულებით, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთმა ხარკოვისა და სუმის ოლქების მიმართულებით იერიში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით ახალი იერიშისთვის ემზადებოდა. რუსეთის მიერ ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით იერიშის დაწყების გეგმებზე უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ მედია Le Figaro-სთანაც ისაუბრა.

ინტერვიუში სირსკის შეკითხვა ზელენსკის მიერ ფრანგულ მედიასთან ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით დაუსვეს. უკრაინის მთავარსარდალმა შეკითხვას უპასუხა: “შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს იერიში ფაქტობრივად უკვე დაიწყო.”

banner
წინა სტატიაშიმოგზავნილი აგენტი, ნაძირალა და უსამშობლოა – ლევან გოგიჩაიშვილი კობახიძეზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას