რუსეთის გენშტაბი: ალეპოში შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის კორიდორი გახსნეს

4სირიის მთავრობა ყველა შეიარაღებულ პირს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, თუკი ისინი გადაწყვეტენ ალეპოდან სპეციალური კორიდორით გამოვიდნენ – რუსეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკმა განაცხადა.
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება მიმდინარე მომენტში შეუძლებელია, რადგანაც ადრე გახსნილი ჰუმანიტარული კორიდორები დანაღმულია, ასევე, არსებობს იმის ალბათობა, რომ თუკი მოქალაქეები დატოვებენ ქალაქს, მათ ბოევიკები დახოცავენ.
“ბოევიკებმა უნდა განაღმონ ჰუმანიტარულ კორიდორებამდე მისასვლელი, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, ხელი არ შეუშალონ მოსახელობის ქალაქს შიგნით გადაადგილებას” – თქვა რუდსკმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს გაეროში სირიის საკითხებზე სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან მისტურამ შეიარაღებულ დაჯგუფება “ფრონტ ან-ნურსას” თხოვნით მიმართა ალეპო დატოვონ, რომ ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა გახდეს შესაძლებელი, და ასევე შეწყდეს ქალაქის დაბომბვა.
მისი თქმით, ქალაქში სულ 900-მდე ბოევიკია და სიგიჟეა ავიაშეტევები,რომელსაც რუსეთი და სირიის არმია ანხორციელებს თითქმის ყოველდღე.
სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის პოლიტიკის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მომავალ კვირას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ ლელა ფაილოძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატია“დიადი მაცთუნებელი”. საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის საყვარლისადმი მიწერილი წერილები გამოქვეყნდა