რუსეთის გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მარცხდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მარცხდება.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა სულ მცირე ექვსი რუსი გენერალი, რუსი ჯარისკაცები ღალატობენ და თავს ესხმიან თავიანთ მეთაურებს.

„რუსულმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ბელორუსიასა და რუსეთში, რათა მოეხდინათ რეორგანიზაცია და მომარაგება. რუსმა სამხედროებმა, ასევე, შემთხვევით ჩამოაგდეს საკუთარი თვითმფრინავი“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით მიმდინარეობს“.

ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: „ეს ნამდვილად გეგმაა?“ და მოუწოდეს რუსეთს შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა
შემდეგი სტატიაზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტს კიევში მასპინძლობაზე უარი უთხრა – Bild